17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესების მძევალი - საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის განხილვის თემაა

საქართველოში შექმნილი კრიზისი ბრიუსელში ევროპარლამენტის განხილვის თემაა. დებატები საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. ყველა გამომსვლელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტარი პაოლო ჯენტილონის შეფასებით პოლიტიკური პოლარიზება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და დემოკრატიას ძირს უთხრის, ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სპექტრში შედგეს დიალოგი და კომპრომისამდე მივიდნენ.

"პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა პაოლო ჯენტილონი.

ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი ამბობს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დაძლიოს ეს კრიზისი და ჩიხიდან გამოვიდეს.

ევროპარლამენტის წევრი სვენ მიკსერი კი აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესების მძევალი:

"მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, მოძებნონ ამჟამინდელი პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოსავალი და პროვოკაციებს არ უპასუხონ არაპროპორციული მეთოდებით. ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესების მძევალი, მხარეებმა უნდა შეძლონ კომპრომისის მიღწევა," - აცხადებს სვენ მიკსერი

დღის ამბები