"ქართული ოცნების" სათაო ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მმართველი გუნდის დეპუტატები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, ასევე ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე იმსჯელებენ.
“ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვაქვს მიმდინარე შეხვედრებზე სისტემატური შეხვედრები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატები, რომელიც გუშინ გაიმართა. აგრეთვე, სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის დანიშვნა საქართველოში და ჩვენ შესაბამისად მიმდინარე საკითხებს, ასევე მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს და მთელ პოლიტიკურ თემებს განვიხილავთ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ტალიაშვილი.
შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ დაიწყო.