გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებსა და ბერა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს პარლამენტის ერთ-ერთ ვიცე-სპიკერიც გამოეხმაურა. დავით სერგეენკო ოჯახისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე რეაგირებას და პასუხის მოთხოვნას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს.
"ეს იქნება ბერა თუ სხვა, ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავია. იქ არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს.
მონაწილეებმა თქვეს, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ საჯარო მოხელეები.
გამოძიება დაწყებულია და ჩემი მხრიდან ზედმეტი მგონია, რომ გამოძიებას ჭკუის დარიგება დავუწყო, თუ ვინ გამოკითხონ და ვინ არა, კომისიის სახით გააკეთონ, თუ სხვა სახით," - აღნიშნა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.