17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
მეც თუ შეურაცხყოფის ობიექტი გავხდები ნამდვილად პასუხს მოვითხოვ ამაზე - ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის ფარგლებშიც დყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

თავის მხრივ, ღუდუშაური ამბობს, რომ ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ, ის, ბუნებრივია პასუხს მოითხოვს.

"ბატონი ბერა ივანიშვილი იყო ძალიან გულწრფელი, ძალიან ადამიანური და ღირსებით სავსე. მინდა გითხრათ, ალბათ თქვენც და მათ შორის მეც, ბუნებრივია, თუ შეურაცხყოფის ობიექტი გავხდებით, ნამდვილად პასუხს მოვითხოვთ ამაზე, ისევე როგორც საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქე.

დანიშნული არის პროკურატურის მიერ ექსპერტიზები და იქ დადგინდება მისი ავთენტურობაც და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები