17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
მათი პათოსია, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება - ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტარების მოწოდებებზე

ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ევროპელი კოლეგების ძირითადი მოწოდება საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის წარმოებაა. 

"გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები. დებატები, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი განცხადებები იყო გამსჭვალული რიგ შემთხვევებში პოლიტიკური სუბიექტურობით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი მოუწოდებს იმას, რომ საქართველოში უნდა შედგეს დიალოგი.

მე რაც ამოვიკითხე და დავინახე საერთო პათოსი, ეს იყო ის, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება. ეს არის ფაქტი. მე რაც დავინახე არის ის, რომ ბატონმა ბორელმა, რომელიც არის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობა საკითხებში, პირდაპირ თქვა, რომ ასოცირებულ ქვეყნებში საქართველო არის საკვანძო ქვეყანა და საქართველოს აქვს უზარმაზარი პროგრესი და შედეგი რეფორმების თვალსაზრისით, ეს დავინახე. დიახ, მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს გარკვეული პოლარიზაცია, ეს ფაქტია და ჩვენ ამას ვხედავთ. ასევე, დავინახეთ ის, რომ იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ თუ რაიმე უთანხმოება არსებობს, თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამისთვის სასაუბრო ადგილს წარმოადგენს პარლამენტი. პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტი.

ასევე დავინახე ის, რომ თითოეული გამომსვლელი და მათ შორის კომისიის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ ღიად იმაზე, რომ ის რომ ბატონმა შარლ მიშელმა გამოაგზავნა საკუთარი პირადი წარმომადგენელი, ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მოლაპარაკებები ევროკავშირისთვის, რომ შედეგიანად დასრულდეს. ჩვენის მხრიდან კი გამოვხატავთ მზაობას, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს," - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. 

დღის ამბები