17 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
რუსეთის ოფიციალური პირების, მით უმეტეს სადაზვერვო სამსახურის განცხადებები, ვერასოდეს იქნება საქართველოს სასიკეთოდ მიმართული - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართულ ოცნებაში" პასუხობენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოა, რადგან საქართველოს მმართველი პარტია ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს და ამის გამო დასავლეთი ოპოზიციის მხარდაჭერას გეგმავს:

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირების მსგავსი სახის განცხადებები მიმართულია იმაზე, რომ საქართველოში საკუთარი დღის წესრიგი გაავრცელონ:

"ყველას ერთხელ და სამუდამოდ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მით უმეტეს სადაზვერვო სამსახურის განცხადებები, არ და ვერასოდეს ვერ იქნება სასიკეთოდ მიმართული ვერავის მიმართ. ეს არის ფაქტი და ცხადი, ეს არის მიმართული იმაზე, რომ საკუთარი დღის წესრიგი გაავრცელონ საქართველოში მაგრამ ეს საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, მისი თქმით, ოპოზიცია ამ განცხადებას არგუმენტის გარეშე იყენებს.

დღის ამბები