ევროპარლამენტარებმა გუშინ საქათველოს საკითხზე იმსჯელეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად დიალოგის და კომპრომისის მნიშვნელობას.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტარების გზავნილებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს მოწოდებები კეთდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართითაც:
"ევროპარლამენტარები ყველა ერთხმად მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მათი მთავარი ვალია ქვეყანაში დაასტაბილურონ სიტუაცია, იპოვონ გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანაა შესული, იმუშაონ ერთად, სხვათა შორის, პარლამენტშიც, რომ ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს გაუძლოს და ამ გამოწვევებიდან გამოვიდეს გამარჯვებული," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.