17 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
დედის შემგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვოს, ეს გაუკვირდათ ადამიანებს, რა არის ამაში გასაკვირი?! - მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში შევიდნენ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დადგინდეს, რომელ წელს არის გაკეთებული ჩანაწერები. 

"რა თქვა ადამიანმა, რომ დედის შემგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვოს, ეს გაუკვირდა ადამიანებს, რა არის ამაში გასაკვირი?! თქვენ გგონიათ, რომ პასუხის მოთხოვნისას აუცილებლად ისეთ დღეში უნდა ჩააგდო ადამიანი, რომ დაასისხლიანო? თქვენ გგონიათ, მარტო ამას გულისხმობს პასუხის მოთხოვნა? უშუალო მონაწილე ადამიანი საუბრობს, როდის მოხდა და აგერ, არის კიდეც მშვენიერი ფორმატი, საგამოძიებო კომისიის შექმნა, შემობრძანდნენ, შექმნან კომისია და დაადგინონ, რომელ წელს იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული," -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

დღის ამბები