გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ფარული მოსმენების ტირაჟირება დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელია.
უმრავლესობის წევრების თქმით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველა საკითხს პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივად.
"მითითებული იყო გარკვეული ემოციური ნაწილი, როგორი იქნება დამოკიდებულება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ამაში, ნამდვილად ვერ ვხედავ რაღაცას ისეთს, რაც შეიძლება დასაძრახი იყოს," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
"ძალიან სამწუხაროა, როცა ვგებულობთ, რომ არასულწლოვნის მოსმენაც მიმდინარეობდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ფარული მოსმენები, ფარული ჩაწერები არის დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი. ტირაჟირება ხდება არშემდგარი ძალადობის, მაშინ როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში მომსწრე ვიყავით რეალური, ფაქტობრივი მოცემულობების. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველა საკითხს პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივად," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.