17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ოპოზიცია პოლიტიკურ შეთანხმებამდე ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს არ გეგმავს

"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ვიდრე პოლიტიკური შეთანხმება არ მოხდება, აღნიშნულ არჩევნებზე საუბარს არ აპირებენ.

"დღეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებთ. დღეს არის მთავარი მოთხოვნები - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სანამ არ მიიღწევა შეთანხმება ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მანამდე ნაადრევია ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, განცხადება ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის მისი მომხრეების გასამხნევებლად გაკეთებული. ბობოხიძის თქმითვე, ოპოზიცია ხელისუფლებას იძულებულს გახდის ილაპარაკოს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ოპოზიციური სპექტრი მზადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით კი, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადება ძალიან ჰგავს "მოტეხილი ფეხით ახალ რბოლაში მონაწილეობას."

დღის ამბები