17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ნათელი პოლიტიკური გზავნილია - გრიგოლ გეგელია

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დანიელსონის ვიზიტი არის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი საქართველოსთვის. 

"ბატონი დანიელსონი, რომელიც წარმოადგენს სამეზობლოს და გაფართოების ფორტფოლიოს, ის ამ მიმართულებით მუშაობას.

ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომელიც გვეუბნება, თუ როგორ მოვიქცევით ახლა, რამდენად მაღალ პასუხისმგებლობას აჩვენებს ქართული პოლიტიკური კლასი და საქართველო, როგორც სახელმწიფო. ამ ყველაფერს ექნება სერიოზული და ფუნდამენტური გავლენა იმაზე, თუ რამდენად სერიოზულ პარტნიორად ვიქნებით აღქმული. 

ის ამბიცია, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, არის ძალიან დიდი. ეს არის ევროპული კავშირის წევრობა. ეს არის ისტორიული და ცივილიზაციური განაცხადი. ეს არის ეროვნული საკითხი და საჭიროა მედიაცია," -აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ. 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვა. შვედი დიპლომატი, მალე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს შეასრულებს.

დღის ამბები