06 მაისი 2024,   21:17
ვრცლად
"სპექტაკლი და კლოუნადა" - ბობა კვინიხიძის თქმით, რაგბის კავშირის არჩევნები დღეს არ შედგა

ვეტერანი მორაგბის, თბილისის "ლოკომოტივის" და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის ბობა კვინიხიძის თქმით, რაგბის კავშირის არჩევნები არალეგიტიმურად ჩანიშნული სპექტაკლი იყო. 

"არჩევნები არ შედგა, ეს იყო სპექტაკლი და კლოუნადა. არალეგიტიმურად ჩანიშნული სპექტაკლი, რომელიც არის დე ფაქტო, თავზე კი დე ფაქტო პრეზიდენტი დაგვასვეს. დღეს რაგბი ოკუპირებულია ამ ადამიანების მიერ,"- განაცხადა "დღის კურიერში"ბობა კვინიხიძემ

ბობა კვინიხიძემ განაცხადა რომ:  "პროტესტი, დაუმორჩილებლობა და სამართლიანი ბრძოლა სპორტულად - ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა" 

დღეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. 

დღის ამბები