07 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
შსს-მ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2003 წელს დაბადებული ნ.დ. გორში, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულ გ.თ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 
 
დღის ამბები