07 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
დაპირისპირება და ორ ბანაკად გაყოფილი რაგბი - ვინ დადო ლელო არჩევნებზე

რაგბის კავშირში, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ტრადიციული დაპირისპირების თანხლებით მიმდინარეობდა. პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე არჩეულია, თუმცა რაგბი ისევ ორ ბანაკად არის გაყოფილი.

ის, რაც ერთი ბანაკისთვის ხელის გადაგრეხვა და ძალადობაა, მეორესთვის დღესასწაული და სანატრელი დღეა. ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ სოსო ტყემალაძის პრეზიდენტად არჩევა უსამართლობა და ის ბრძოლას იქამდე აპირებს, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს.

დაძაბულობის გამო ყრილობაზე ვერ შევიდა მოწინააღმდეგე დელეგატთა ის ნაწილი, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავდა. ერთი მათგანი, ირაკლი მაჩხანელი დაშავდა კიდეც. 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები