სრული მზადყოფნა და მოლოდინი - თბილისში უახლოეს პერიოდში შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს ელოდებიან.
კრისტიან დანიელსონის მთავარი მისია პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიაციის პროცესსა და პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობაა.
ევროკავშირის ასეთი აქტიურობა საქართველოში ყველა მხარეს პრობლემების მოგვარების იმედს აძლევს.
დანიელსონი საქართველოში პირად წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით რამდენიმე დღის წინ დანიშნა.