17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ვიყოთ ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

ამასთან, პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი პარტია მალე შემოვა.

"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, რათა არ დავუშვათ ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება.

ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები