17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
სრულად ვიზიარებთ ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, ყველამ ერთად - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მთავრობა სრულად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა და რჩევას პოლიტიკურ ვითარების განმუხტვასთან დაკავშიებით.

"ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, იმისთვის, რომ ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა ნორმალური მუშაობა დაიწყოს.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხელმძღვანელოთ პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 
დღის ამბები