ქვეყანაში პოლიტიკური მოლაპარაკებისთვის ევროპელ მედიატორს ელოდებიან. კრისტიან დენიელსონი საქართველოში გვიან ღამით ჩამოვა. ის მოლაპარაკების პროცესში უკვე ხვალიდან უნდა ჩაერთოს.
არ არის გამორიცხული, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებულ მხარეებთან ევროპა ფასილიტაციის შემდეგ უკვე მედიაციაზე გადადის.
დენიელსონის ვიზიტს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და აღნიშნა, რომ მიესალმება კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს.