საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქვეყანაში პოლიტიკური მოლაპარაკებისათვის ევროპელი მედიატორის, კრისტიან დენიელსონის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დენიელსონი პროცესში ჩაერთვება.
ზალკალიანის თქმით, უახლოეს პერიოდში გაიმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი.
"უახლოეს პერიოდში გაიმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური პროცესია. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემატიკა, რომელიც არის დღის წესრიგში, სრულად იქნება დაფარული და შედეგები მიღწეული პირველივე რაუნდის დროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება, ამ პროცესში ჩართვის.
ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს, ოპონენტები მაქვს მხედველობაში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შეეცადოს ყველა, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.