17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
სასამართლოს რეფორმირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიპის ვადამდელი არჩევნები - ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს რეფორმირება უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ნებისმიერი ტიპის ვადამდელი არჩევნები.

ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"მოლაპარაკების მაგიდაზე დღეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი დევს, რომ ეს ღირს არა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებად, არამედ კიდევ ბევრ რამედ. როგორც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა არის საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი, ასევე ვთვლით, რომ სასამართლო სისტემის მოგვარება არის საფუძველთა საფუძველი ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარების. ოპოზიციას აქვს შანსი, რომ ამ საკითხს ხელი მოჰკიდოს და პარლამენტში შემოიტანოს. სასამართლოს რეფორმირება უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ნებისმიერი ტიპის ვადამდელი არჩევნები. ეს არის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას საშვილიშვილოდ მოუტანს სიკეთეს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

 

 

 



დღის ამბები