17 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს

დღეს პარლამენტში რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსულ საფრთხეებზე თითქმის 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნებმა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 

"ჩვენ მოვისმინეთ თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შესახებ. გვქონდა განხილვა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ კიდევ ერთხელ იმ ნაბიჯების შესახებ, იმ ამბიციური რეფორმების და მიმდინარე პროექტების შესახებ, რასაც თავდაცვის სამინისტრო ჩვენი ეროვნული ძალისხმევით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს აღნიშნული საფრთხეების შემცირების შეკავების მინიმიზაციის მიზნით," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები