ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერში" საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესში კრიზისის მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას ეხმიანება.
ევროპარლამენტარი წერს, რომ საქართველო და ევროკავშირი დიდებულია წყვილია.
"საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია! აი, რატომ დავნიშნეთ კრისტიან დანიელსონი კრიზისის მედიატორად,"- წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარის თქმით, მზად არის, ევროკავშირთან ერთად საქართველოსთვის ძალისხმევა არ დაზოგოს.