17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა - IRI

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" ​არჩევნებთან დაკავშირებით ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ არჩევნებამდე არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა.

"მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა, "- წერია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "კოვიდ-19-ის" პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის.

დღის ამბები