17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა. გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები მოინახულა. 

არჩილ თალაკვაძემ ზაზა გახელაძის ოჯახს პარლამენტის სახელით სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის გასათავისუფლებლად. თავს მხრივ, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდება.

დღის ამბები