17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
კრისტიან დანიელსონი თბილისშია - ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში სამი დღე დარჩება

კრისტიან დანიელსონი თბილისშია. ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდა. დანიელსონმა აეროპორტში მედიისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შვედი დიპლომატი საქართველოში სამი დღე დარჩება.

"მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები სამი დღით პოლიტიკურ მხარეებთან დატვირთულ მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს," - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

დღის ამბები