რამდენიმე წუთის წინ სასტუმროში, სადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გაჩერდა, ევროკავშირის ელჩი მივიდა. სწორედ კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას.
ევროპელი დიპლომატები სასტუმროდან ერთად გაემგზავრებიან ორბელიანების სასახლისკენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაა დაგეგმილი.
"კრისტიან დანიელსონის მთავარი მისიაა ყველა მხარესთან შეხვედრის გამართვა. დავიწყებთ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებით. მომდევნო 72 საათი ინტენსიური და ბევრი შეხვედრით დატვირთული იქნება. დიდი მოლოდინები გვაქვს,"-განაცხადა კარლ ჰარცელმა.