17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
მთავარი პუნქტი საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა - კრისტიან დანიელსონი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის, პირველ რიგში, პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს მოუსმენს და შემდეგ გამოჩნდება შესაძლებლობა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესი წინ წავიდეს.

დანიელსონმა ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" შეკითხვის - "არსებობს თუ არა კონკრეტული წინადადებები, რომელიც მხარეებს უნდა შესთავაზოს"- საპასუხოდ განაცხადა. 

"ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით იმისთვის, რომ ამ მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს. ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, დასაწყისი მომენტი არის მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს," - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

 

დღის ამბები