ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ისინი კრისტიან დანიელსონს იმ 6 პუნქტთან დაკავშირებით შესთავაზებენ ხედვებს, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს დაასახელა.
"დღეს ჩვენ ბატონ კრისტიანს ვესაუბრებით იმ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ხედვებს იმ 6 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შარლ მიშელმა დაასახელა საქართველოში ვიზიტის დროს. ეს იქნება ის რეფორმები, რომელმაც საქართველო ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და რომელიც წინ უნდა უძღვოდეს ნებისმიერ დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის," - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.