17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ხვდება

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ხვდება. კრისტიან დანიელსონს პარტიის სახელით ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ხვდებიან.  შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა. 

იმის შესახებ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში "ქართული ოცნების" მხრიდან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ჩაერთვებოდნენ, დღეს ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.

დღის ამბები