17 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
რა ნაბიჯებიც იქნება საჭირო იმას გავაკეთებ, არის საჭირო პროტესტი? მზად ვარ ამის ავანგარდში ვიყო - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" თამაშობს და არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს, ოპოზიცია მკაფიო განცხადებას გააკეთებს. 

გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაიწელება.

"მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თუ დავინახე, რომ "ქართული ოცნება" გვეთამაშება და არანაირ შეთანხმებას არ აპირებს, ასეთ შემთხვევაში, მკაფიო განცხადებას გავაკეთებთ.  ვერ გაიწელება ეს მოლაპარაკება უსასრულოდ, ხალხიც დაიღალა და თქვენც დაიღალეთ ჟურნალისტები, ერთი და იგივე საუბრით. 

ჩემთვის არის გარკვეული ვადა მარტის ბოლო, სადამდეც უნდა დვაინახო კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ ისინი პირიქით გაამწვავებენ და სამწუხაროდ, მათ დეკემბრის შემდეგ გაამწვავეს სიტუაცია და პოლიტპატიმრების რაოდენობა გაზარდეს, ასე თუ მოიქცევიან, ნიშნავს, რომ არანაირი მოლაპარაკება არ უნდათ. 

საერთაშორისო ასპარეზზეც ძალიან ბევრი კონტაქტები გვაქვს და შეგვიძლია კიდევ უფრო დიდი წნეხით გამოვიყენოთ "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში.  რა ნაბიჯებიც იქნება საჭირო, იმას გავაკეთებ, არის საჭირო პროტესტი?- მზად ვარ რომ ამის ავანგარდში ვიყო.  დავინახავ რეალურ კომპრომისს "ქართული ოცნების" მხრიდან, ამაზეც მზად ვარ,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები