17 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლარიზაციაა და პოლიტიკური ცხოვრება გარკვეული ნაკლოვანებებით მიმდინარეობს - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს მზაობა, რომ 16 მარტს, როდესაც პრემიერი ბრიუსელში სამიტზე ჩავა, იყოს შედეგი.  

მან დღეს საქართველოში არსებული სიტუაციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლარიზაციაა და პოლიტიკური ცხოვრება გარკვეული ნაკლოვანებებით მიმდინარეობს.

"ჩვენი მზაობა, რომ 16 მარტს იყოს შედეგი, ეს გამოხატული და ცხადია. დანარჩენი სხვა მხარეზეა დამოკიდებული. 

რაც შეეხება დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი პოლარიზაცია, რომელსაც პოლიტიკურ პროცესზე ძალიან ცუდი ზეგავლენა აქვს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ცხოვრება გარკვეული ნაკლოვანებებით მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების პოზიციონირებას ვგულისხმობ. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა ბატონი ბორელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომელმაც საქართველოზე საუბრისას ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საკვანძო ქვეყანა. საქართველომ უდიდესი რეფორმები ჩაატარა და უდიდესი შედეგები აქვს, ეს ის შედეგებია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ყველამ ერთად მოვინდომოთ იმისათვის, რომ 2024 წელს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები