მმართველი გუნდის წევრები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ IRI-ის დასკვნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნები ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველა დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფლად ჩატარდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვები არ აქვს საქართველოში ჩატარებულ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
"არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვები არ აქვს საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო საერთაშორისო სტანდარტები," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები არის პოზიტიური და დადებითი.
"თავიდანვე ვიცოდით, რომ არჩევნები მართლაც ჩატარდა ძალიან კარგად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არის პოზიტიური და დადებითი. ის მოწოდებები მოწოდებები რაც კეთდებოდა, რომ ცვლილებები არის საჭირო, ამასაც ვითვალისწინებთ და აუცილებლად გავაკეთებთ," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის თქმით კი, დასკვნით დადასტურდა, რომ არჩევნების შედეგებზე აისახა მოქალაქეების ნება. ასევე ის, რომ არჩევნებს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა არა ისეთი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე. პაპაუაშვილის თქმით, მხოლოდ ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.