17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" რუსეთთან კავშირები კიდევ უფრო ცხადი ხდება, ზედიზედ მესამედ მოიხმეს რუსები მაშველ რგოლად - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ძალიან ღრმა ეჭვი ჰქონდა რუსეთთან "ნაციონალური მოძრაობის" კავშირებთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, შედეგებით გამოიხატა. 

ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ კავშირები "ნაციონალურ მოძრაობასა" და რუსეთს შორის თანდათანობით უფრო ცხადდება. 

"ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი რუსეთთან "ნაციონალური მოძრაობის" კავშირებთან მიმართებაში. ეს გამოიხატა შედეგებით, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, სტრატეგიული ობიექტები, რომელიც რუსეთს გადაეცა და ა.შ. მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველაფერი გააკეთეს რუსეთის ინტერესებისთვის.

ეს კავშირები თანდათანობით კიდევ უფრო ცხადდება, მათ შორის იმითაც, რომ ზედიზედ მესამედ, რუსები მოიხმეს მაშველ რგოლად. ეს იყო გავრილოვი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და რუსეთის გაცხადებული აგენტი, უცხოელი პირი, რომელიც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმისათვის ჩაწერა, რომ საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ.

თუმცა, ყველა ამ შემთხვევაში, ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც ისინი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ავრცელებენ, მათ ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. რუსეთის აგენტებით ისინი შორს ვერ წავლენ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები