17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ძალიან მოტივირებულები ვართ, დროულად დავხუროთ პოლიტიკური პრობლემა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი პრინციპების ფარგლებში მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ მხარეებს შორის და სწორედ ამას ემსახურება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის,  კრისტიან დანიელსონის მედიაცია და ჩართულობა პროცესში.

თალაკვაძის თქმით, მასთან შეხვედრამ მშვიდად და საქმიანად ჩაიარა.

"ვიტყოდი, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთახმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციულ თანამშრომლობის ეტაპზე, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში იცვლება ვითარება, არის არაერთი გამოწვევა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს მომავალი პოლიტიკა და მე ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მედიაციით, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

ჩვენ სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმისათვის რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს დაცული, რასაკვირველია, გადავდგამთ ნაბიჯებს  იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება, თუმცა ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება და ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ამ დიალოგისადმი არის ასეთი და ვფიქრობ, რომ დროა პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და დროა, რომ ჩვენ ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები, იმ პრობლემებთან საპირისპიროდ, რომელიც დღეს აქვს საზოგადოებას.

სახელისუფლებო გუნდი ვართ ძალიან მოტივირებული, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები