28 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდის ჩანთა და თხილამურები იპოვეს

გომის მთაზე დაკარგული სამი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ნაპოვნია თხილამურები და ჩანთა, რომელიც სავარაუდოდ ახლაგაზრდებს ეკუთვნის. 

ადგილობრივების თქმით, მაშველებს ადგილამდე მისვლა დიდთოვლობის გამო უჭირთ და რთულად გადაადგილდებიან. 

ბოლო ცნობით, დაკარგული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთმა სამაშველო ჯგუფთან დარეკვა მოახერხა. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გარდაცვლილია ერთი პირი, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, უკვე რვა საათზე მეტია, რაც გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები