პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული.
კუჭავამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ევროპელი მედიატორის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი კოლეგების, მეგობრების მხრიდან ეს ჩართულობა, რაც, პირველ რიგში, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნისთვის არის აუცილებელი ეს გამოწვევა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. გახდეს ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ ამ ქვეყანაში. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული," - განაცხადა კახა კუჭავამ.