პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრისტრიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა. მისივე თქმით, ამ დიალოგში არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული და ეს აღქმა არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს.
"შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, მემგონი არის სრული გაგება და რაც ყველაზე მთავარია კრისტიან დანიელოსონს აქვს ძალიან ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე კრიზისისა. მე ვფიქრობ იმაზე შევთანხმდით, რომ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მომავალზე, რადგანაც გამოსავალი მომავალშია. ეს არც ერთი მხრიდან არ უნდა იყოს აღქმული, რომ ვიღაც ვიღაცას უგებს. ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ აღმშენებლობაში. სწორედ ეს არის ჩვენი ყველას ფოკუსი. ქვეყანას სხვა გამოსავალი ნამდვილად არ აქვს, ამის საფუძველს დღევანდელი დიალოგი ნამდვილად მაძლევს.
ჩვენ რაიმე განსაკუთრებული აზრი არ მოგვისმენია, რომ ქვეყანამ რაღაც განსხვავებული გზით უნდა იაროს. მთავარი არის ის, რომ ამ კრიზისს რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ დავძლევთ, ეს გამორიცხულია, ვინაიდან ქვეყანა გაჩერებულია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.