17 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ხვალ გვეცოდინება, "ქართულ ოცნებას" უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთა შეხვედრა შუალედური იყო და პასუხი იმაზე, შეთანხმების გზით წავა ორივე მხარე თუ პირიქით, ორშაბათს დილით იქნება ცნობილი. 

"ეს არის მხოლოდ შუალედური შეხვედრა, პოზიციების მოსინჯვა და არა დეტალური საუბარი. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმიტომ, რომ ახალი არაფერი გვაქვს სათქმელი. წინასწარ არ შევიქმნი ილუზიას, რომ "ქართული ოცნება" რაღაც კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე. ერთადერთს ვიტყვი, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება "ქართულ ოცნებას" უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში. ფორმატებზე ვერ ვისაუბრებ, ახლა 48 საათიანი ბლიცია გამოცხადებული, ორშაბათს დილით, ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი შეთანხმების გზით მივდივართ თუ შეუთანხმებლობის. ოპოზიცია შეთანხმებისთვის მზად არის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ოპოზიციის ნაწილსა და კრისტიან დანიელოსნს შორის შეხვედრა დასრულდა.

 

 

დღის ამბები