"ევროპული საქართველო" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიგა ბოკერიამ, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას კრისტიან დანიელსონთან მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა.
"ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა იყო იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე მინდა ეს ვთქვა. ჩვენ ბუნებრივია არ და ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე, მით უმეტეს ბატონი დანიელსონის ნაცვლად, დიახ, ჩვენი ამოცანის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი შეხვედრებია"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს მეორე დღეა განაგრძობს. შვედ დიპლომატთან აუდიენციაზე პოლიტიკოსები იმ ექვს პუნქტს განიხილავენ, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში დატოვა.