17 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

რეიტინგი დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით შედგა. კვლევას ორგანიზაცია "დემოკრატიის ვარიაციები" აქვეყნებს და ის მსოფლიო ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორებს" ეფუძნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა "გამოხატვის თავისუფლება" და წამებისგან თავისუფალი ქვეყნის მაჩვენებელი.

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს.

"ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციის სტატუსით არის კლასიფიცირებული," - აღნიშნულია დოკუმენტში. 

დღის ამბები