საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის შემოსვლას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს ვაქცინის მიღებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს რომ სოლიდარობის გზით მსოფლიო ამ კრიზისს დაძლევს:
"ეს არის როგორც "სინათლე გვირაბის ბოლოს"! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობის გზით გადალახავს ამ კრიზისს," - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე