პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, შიდა ქართლში იმყოფებოდა. მათ კასპში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერეს. ტექნოპარკი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, მიიღონ ცოდნა, გახდნენ გლობალური ინოვაციური ეკო-სისტემის მონაწილეები და შექმნან სტარტაპ-პროექტები.
კასპის ტექნოპარკის მენეჯერის, ხატია ბაინდურაშვილის განცხადებით კი, ტექნოპარკმა, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა, შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე გადამზადდა.