19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, მას კორონავირუსი საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად უწევს და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. 

პაატა იმნაძე AstraZeneca-​თი იმუნიზაციის შესაძლო რისკებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა, სხვა დაავადებებისგან არ იცავს და ამ დაავადებების განვითარება არ შეიძლება კორონავირუსის ვაქცინას დაბრალდეს:

"მე მიწევს აცრა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები. დღეს-ხვალ საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება. უკვე გამოყენებულია ათეულ მილიონობით დოზა. ათეულ მილიონობით დოზაზე არ არის აღწერილი არაფერი ისეთი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს. დავიმახსოვროთ ერთი რამ კარგად, ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს, აქედან გამომდინარე ყველა დაავადებისგან არ იცავს, რაღაცა დაავადება ადამიანს რომ აქვს და ვაქცინის მერე ის დაავადება განვითარდება... ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავაადებისგან ხომ არ იცავს?!" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები