პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხში სკეპტიკური განწყობა აქვს, რასაც მისივე თქმით, მმართველ გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი კი არა.
თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ჩართულობით ოპონენტებს შორის კონსესუსი შედგება.
"სკეპტიკური ვარ, თუმცა ამ ჩემს სკეპტიციზმს ზოგი იზიარებს გუნდში, ზოგი არა. ჩემი ეს განწყობა განპირობებულია ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით. არჩევნები არ არის ის გზა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია.
თუმცა, ჩემი სკეპტიციზმი შეიძლება კიდევ გადაწონოს არამარტო საზოგადოების, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ იმისა, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.