კორუფციის სავარაუდო ფაქტი ახალციხეში - აუდიტის სკანდალური დასკვნით ირკვევა, რომ ფორმალური ხასიათის ტენდერებში ძირითადად ერთი შპს იმარჯვებს, რომელიც სამუშაოების შესრულებას მერის მიერ დაფუძნებულ კომპანიას ავალებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალციხის მერის მიერ გაცემული საბიუჯეტო თანხები ისევ მერის ჯიბეში ბრუნდება.
სავარაუდო კორუფციული ნიშნების გამოკვეთის შემდეგ გაჩენილ კითხვებს ქალაქის მერი პასუხობს. ზაზა მელიქიძე "კურიერის" კამერასთან სახელმწიფო რევიზიის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს. ახალციხის პირველი პირი სატენდერო პროცესებში არსებულ ხარვეზებს, იმას რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამტკიცებს, არცერთ ნაწილში არ ეთანხმება.