17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას მიესალმებიან

ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას მიესალმებიან. განცხადებას ავრცელებენ საფრანგეთის და შვედეთის ელჩები, ასევე, ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი. ის ტვიტერში წერს, რომ "ევროკავშირი წარმატებული იქნება მაშინ, თუ ის არამხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ, ყველაზე იზრუნებს. ევროკავშირი პარტნიორებისადმი ერთგულია,"- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოში ვაქცინის შემოსვლაზე წერენ ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი და აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი, ლოურენს მერედიტიც. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს, რომ ვაქცინაზე წვდომა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები