17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
კრისტიან დანიელსონმა იმუშავა პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე - ევროკავშირი 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონმა დაასრულა დისკუსიების პირველი ეტაპი პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან.

განცხადებაში, რომელიც გვიან ღამით გავრცელდა, წერია, რომ კრისტიან დანიელსონმა იმუშავა პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე.

"დღეს ბატონი დანიელსონის, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის თბილისში ვიზიტის მეორე დღეა.

მან დაასრულა დისკუსიების პირველი ეტაპი პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან.

ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და მის გუნდთან ერთად, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დახმარებით, მან იმუშავა პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე შემდგომი კონსულტაციების გამართვის მიზნით," - აღნიშნულია განცადებაში.

დღის ამბები