17 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"დღეს საღამომდე ვერც ერთ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დასრულდება პროცესი" - "ქართული ოცნების" კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დენიელსონთან უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა.

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს საღამომდე პროცესთან დაკავშირებით ვერც ერთ დეტალზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მისივე თქმით, ორივე მხარეზე არის დამოკიდებული.

"ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება პროცესი, მანამდე ჩვენ რაიმე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით. არჩევნების შეფასება და დიალოგის შინაარსი არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული.

დღეს საღამომდე ვერც ერთ დეტალზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე არ დასრულდება პროცესი.

გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. არის ბუნებრივია მხარეებზეც დამოკიდებული ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის.

ამ დიალოგის წარმატებით დასრულების წინაპირობა არის ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ.

რა თქმა უნდა პოლარიზაცია და რადიკალიზაცია არის ის, რაც შედის იმ მხარის ინტერესებში, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ. ვინ უწყობს ხელს პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები