17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
პასუხი არის მარტივი, რა თქმა უნდა მმართველი გუნდი წინასწარ იმსჯელებდა ამაზე, დანარჩენი არის სპეკულაციები - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას საკითხზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლების კითხვას უპასუხა - იყო თუ არა ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან თავად ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მსჯელობდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ბუნებრივია, რომ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გუნდი წინასწარ ორივე ვარიანტს განიხილავდა, დანარჩენი კი ყველაფერი სპეკულაციაა.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობასთან, ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯელებთ თუ არ იმსჯელებთ ამაზე? პასუხი არის მარტივი - რა თქმა უნდა წინასწარ იმსჯელებთ ამაზე, დანარჩენი არის სპეკულაციები. არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდანაც ვიღაცამ გამოაცხადოს სპეკულაციები.

ჩვენ ვიცოდით, რომ ან მიიღებდა დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას, ან არდაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია ორივე ვარიანტთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება.

მაგალითად, თუ მიიღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას არდაპატიმრების თაობაზე, ამასაც შეიძლება დასჭირვებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილებას, იქ სხვა რეაგირება იყო ბუნებრივია საჭირო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები