17 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა კომპრომისი არ არის, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების ღალატი - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრა პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და ყველა იმ მნიშვნელოვან თემას მოიცავდა, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.

ბადრი ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება დამთავრდება შეთანხმებით, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ "ლელო" ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის კატეგორიული წინააღმდეგია. 

"რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა ეს კომპრომისი არ არის, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების ღალატი. შესაბამისად, ჩვენ არ გავაფორმეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს. 

დღის ამბები